თეგებით ძიება

კახა კუჭავა: საზოგადოების პოლარიზებასა და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია

„საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, - საზოგადოების პოლარიზებასა და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ საკაკნონმდებლო ორგანოს მუშაობაში ის პოლიტიკური ძალებიც შეუერთხდებიან, რომლებიც ამ დრომდე, ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა