„პოლიტიკოსთა განაცხადებში გადატანილი დრამის ნიშნები იკითხებოდა “ - რამაზ საყვარელიძე
დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა იმ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მიიღეს, ვინც მმართველ გუნდთან შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„კარგად შევაფასებდი დღეს ჩატარებულ პლენარულ სხდომას. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსთა განაცხადებში პოლიტიკურად გადატანილი დრამის ნიშნები იკითხებოდა, მაგრამ პრინციპში კეთილგანწყობილი განაცხადები იყო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
უმთავრესია, რომ პარლამენტში მუშაობა ყველა მხარემ მიიჩნია პოლიტიკური ცხოვრების ძირითად ფორმად.
ოპოზიციის პარლამენტში შესვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ მისთვის უპირველეს ყოვლისა ასე თუ არ იქნებოდა, მაშინ მარგინალიზაცია მოხდებოდა.
ქართული პოლიტიკური ცხოვრების სტილისთვის, როცა პარლამენტში იყრის ყველა ძალა თავს, ეს ნორმალურია და როდესაც გარკვეული ძალები ქუჩაში დგანან, ეს დესტაბილიზაციის პირობაა. ეს სტაბილური განვითარებისთვის უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ , პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.