თეგებით ძიება

ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ნიშნავს, რომ ის აღიარებს ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად - სამადაშვილი საპატიროში მელიას მოინახულებს

პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი საპატიმროში ნიკა მელიას მოინახულებს. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ევროკავშირი ოპოზიციის ლიდერისთვის გირაოს გადახდით ავტომატურად აღიარებს მას პოლიტპატიმრად:

"ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზარალებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება მომავალში დაიცვას. მგონი ეს ყველას გვესმის და ესმის "ქართულ ოცნებასაც". დანარჩენს რაც შეეხება, ამნისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს დაფარვის შესაძლებლობას, ეს იქნება სწორი, იმიტომ, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ გირაოს გადახდა ნიშნავს, რომ ის აღიარებს ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, ამნისტიის კანონპროექტი აღარ იქნება სწრაფად მისაღები საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად", - აცხადებს სამადაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა