თეგებით ძიება

რურუას საქმე და პრეზიდენტის დუმილი - ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ზურაბიშვილს შეწყალების აქტი ჯერ არ გამოუცია

ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყაების აქტი ჯერ არ გამოუცია და არც განცხადება გაუკეთებია.

როგორც რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის პირობები შესრულებულია, ახლა კი მოლოდინის რეჟიმში არიან:

"სალომე ზურაბიშვილმა წინა სამშაბათს განაცხადა, რომ ერთი კვირის თავზე, ანუ დღეს, შეიწყალებდა გიორგი რურუას. მას განსაზღვრული ჰქოდნა ორი წინაპირობა: ერთი, ეს იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერა. როგორც ვიცით, პირველი შესრულდა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ხოლო მეორე წინაპირობა დღეს შესრულდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლით და დარეგისტრირებით.

შესაბამისად, ეს წინაპირობები შესრულებულია და ახლა უკვე ველოდებით ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას,-აცხადებს საძაგლიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა