თეგებით ძიება

გილოცავთ, დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია - ვაშაძე რურუას შეწყალებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს საქართვლოს ერთით ნაკლები პოლიტპარიმარი ჰყავს. მისი შეფასებით, ჯერ-ჯერობით ორივე მხარე ასრულებს შეთანხმების დოკუმენტით დასკისრებულ ვალდებულებას:

"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. დამარცხებული არ ჰყავს დღევანდელ დღეს, როგორც არ ჰყავდა დამარცხებული საქართველოს შეთანხმების დღეს. რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ეს ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ნაბიჯები, რაზეც დეტალურად შევთანხმდით, სრულდება. მგონი ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ შეთანხმებებით ვივლით. დღეს საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება შარლ მიშელის, მე დავარქმევდი თანხმობის, და შეიძლება ევროპული ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სრულფასოვანი შესრულება. ჯერ-ჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას" - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა