თეგებით ძიება
27. 04. 2021 მსოფლიო

ბაიდენის რეიტინგი 100 დღის შემდეგ ტრამპის ანალოგიურ პერიოდზე უფრო მაღალია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რეიტინგი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში უფრო მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის რეიტინგი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სოციოლოგიური კვლევა Reuters / Ipsos-მა ჩაატარა. ბაიდენს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 55% უჭერს მხარს. 40% მის საქმიანობას მხარს არ უჭერს.

კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში ბაიდენს გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. ანალოგიურმა კვლევამ, რომელიც იანვარში ჩატარდა, დონალდ ტრამპის 38%-იანი მხარდაჭერა აჩვენა.

ყველაზე დიდი კრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიგრანტებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკის გამო დაიმსახურა. 42% ბაიდენის ძალისხმევას ამ მიმართულებით მხარს უჭერენ, ხოლო 49% მხარს არ უჭერს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა