თეგებით ძიება

ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად - ახვლედიანი

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც შეთანხმებას ასრულებს. მისი თქმით, თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ოპოზიციისგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება

„არ მინდა გამოგვრჩეს ვინმე რომ მადლობა ვუთხრათ, ვინც შეთანხმებას ასრულებს. მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად. ახლა სწორედ ამ მიზნით დავბრუნდებით დარბაზში და განვაგრძობთ საუბარს „ოცნების“ ხელმძღვანელებთან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა