გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.
მან საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
„თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის ელჩს, კარ ჰარცელს, ჩვენს იმ მეგობრებს სენატში, შაჰინს და რიშს. მადლობა მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს კუბილიუსს და სხვებს. ახლა, რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანაი, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა“, - განაცხადა რურუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი 27 აპრილს მოაწერა.