გიორგი რურუა - ნიკა მელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკანონო პატიმრობა
"მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ის მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს.
მისი თქმით, ნიკა მელიას ადგილას ევროკავშირის გირაოს შეთავაზებას მიიღებდა, გარდა ამისა, როგორც რურუა თვლის, პარლამენტში ენმ-ც უნდა შევიდეს.
"მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის.
პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა.
ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს, განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გიორგი რურუა გათავისუფლდა. მან გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.