თეგებით ძიება
28. 04. 2021 მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს.

„ის, რომ რუსეთს სამხედროები გაჰყავს, არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ რუსული ჯარი უკრაინის საზღვრებთან ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა