თეგებით ძიება
28. 04. 2021 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლება ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს

აშშ-ის ხელისუფლება ურჩევს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში არსებული ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად ქვეყანა დატოვონ, ვინაიდან საფრთხე ბევრად გაზრდილია. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

აშშ-ის ხელისუფლების ეს მოწოდება ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის დაწყების პროცესს დაემთხვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ ქვეყანაში ამერიკული ჯარის 20-წლიანი ყოფნის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ავღანეთიდან დაახლოებით 2 500 ამერიკელი სამხედრო უნდა გავიდეს. ეს პროცესი 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

აშშ ქაბულში საელჩოს შენარჩუნებას აპირებს, მაგრამ იქ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის პერსონალი და საელჩოს დაცვის წარმომადგენლები დარჩებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა