თეგებით ძიება
28. 04. 2021 მსოფლიო

ბორის ჯონსონი ბინის რემონტის გამო კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა

სამსახურის ბინის რემონტთან დაკავშირებული ხარჯების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა. ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯონსონის წინააღმდეგ კრიტიკა ისმის, COVID 19-თან მისი არაეფექტიანი ბრძოლით დაწყებული და ბინის რემონტის ხარჯებით დამთავრებული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბინის რემონტისთვის წელიწადში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის დახარჯვა შეუძლია, მაშინ როდესაც ბორის ჯონსონის ბინის რემონტი 200 000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა. შესაბამისად ჯონსონის ოპონენტები ახლა მოითხოვენ პასუხს შეკითხვაზე - დააფინანსა თუ არა მან რემონტი საკუთრი ჯიბიდან თუ ეს თანხა შემოწირულების სახით მოიზიდა, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ნებისმიერ შემთხვევაში ჯონსონს თითოეული ფუნტის წარმომავლობის დადასტურება მოუწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა