თეგებით ძიება
28. 04. 2021 მსოფლიო

ირანთან ურთიერთობების გამოსწორება გვსურს - საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მას ირანთან კარგი ურთიერთობები სურს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

„ირანი ჩვენი მეზობელია. ჩვენ გვსურს მასთან კარგი და განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდეს. ირანში არსებული ვითარების გართულება არ გვსურს. პირიქით, ის რეგიონის სტაბილურობას და მშვიდობას უნდა უწყობდეს ხელს. ჩვენ გვსურს ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ყველას ინტერესებს შეესაბამება “ - განაცხადა პრინცმა. მისივე თქმით, ერ-რიადი რეგიონულ და გლობალურ პარტნიორებთან მუშაობს, რათა ირანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოხდეს.

პრინცმა ეს განცხადება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად გააკეთა, სადაც გავრცელდა ინფორმაცია ბაღდადში ირანთან მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ.

ირანი და საუდის არაბეთი რეგიონში ტრადიციული მოწინააღმდეგეები არიან. ასე მაგალითად იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში ამბოხებულ ხუსიტებს მხარს უჭერს ირანი, ხოლო სამთავრობო ძალებს - საუდის არაბეთი. 2016 წელს საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა