თეგებით ძიება
28. 04. 2021 მსოფლიო

ბულგარეთში ქვეყანაში მომხდარ ტერაქტებთან რუსული სპეცსამსახურების კავშირს იძიებენ

ბულგარეთის პროკურატურა ქვეყანაში მომხდარი აფეთქებების სერიასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირს იძიებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი საბრძოლო ჭურვები შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში მიწოდებისთვის იყო განკუთვნილი. დივერსიები 2011-2020 წწ პერიოდში განხორციელდა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთის მოქალაქეების მოქმედება მიმართული იყო საქართველოსა და უკრაინისთვის სპეცპროდუქციის მიწოდების ჩასაშლელად“ - განაცხადა ბულგარეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სიიკო მილევუმ.

ერთ-ერთი აფეთქება 2011 წლის 12 ნოემბერს, საწყობში მოხდა, სადაც საქართველოსთვის განკუთვნილი საბრძოლო პროდუქცია ინახებოდა. საწყობი ბულგარელ ბიზნესმენს ემელიან გებრევს ეკუთვნოდა.

ასევე აფეთქებები სამხედრო საწყობებში 2015 წლის მარტსა და აპრილში მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა