თეგებით ძიება

ქინძ-ძმარში მომზადებული თევზის ნამდვილი ქართული რეცეპტი

საჭირო მასალა:

თევზი (სასურველია ლოქო) - 500 გ

ხახვი - 1

ბაჰარი- 2-3 მარცვალი

შავი პილპილი - 2-3 მარცვალი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

მარილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით

ძმარი - 70 მლ

ნივრის კბილი - 2

ქინძი - 1 კონა

მომზადება:

მოაჭერით თევზს თავი და კუდი, გაასუფთავეთ შიგნიდან, გარეცხეთ და დაჭერით ოთხკუთხედებად.

აადუღეთ ქვაბში 1-1.5 ლ წყალი, დაუმატეთ 1 ცალი გაფცქვნილი მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა, მარილი. წამოდუღებისთანავე ჩაუშვით თევზის ნაჭრები და ხარშეთ 5-6 წუთი.

ამოიღეთ თევზი ფრთხილად და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი.

ბულიონს ნახევარს შეურიეთ ძმარი და წითელი წიწაკა და დაასხით თევზს ისე რომ ოდნავ დაიფაროს. აცადეთ გაციება და შედგით მაცივარში 7-8 საათით.

სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ერთი ნაჭერი ლიმონი.
gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა