თეგებით ძიება
29. 04. 2021 მსოფლიო

ბაიდენი: რუსეთის ქმედებებს შედეგები მოჰყვება

პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესკალაციას არ ვცდილობთ, რუსეთის ქმედებებს შედეგები მოჰყვება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს.

„მე პირდაპირ და პროპორციულად ვუპასუხე ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ჩვენს მთავრობაზე კიბერთავდასხმებს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კონგრესზე თავდასხმა იმის მტკიცებულებაა, რომ ამერიკის დემოკრატიის დღეები დათვლილია.

„შეუძლია თუ არა ჩვენს დემოკრატიას გადალახოს სიცრუე, მრისხანება, სიძულვილი და შიში, რამაც ერთმანეთისგან დაგვაშორა? ამერიკის მოწინააღმდეგეები ფსონს დებენ, რომ ამას ვერ შევძლებთ. ისინი უყურებენ ბრბოს სურათებს, რომელიც თავს დაესხა კაპიტოლიუმს და ამას იმის მტკიცებულებად განიხილავენ, რომ ამერიკული დემოკრატიის დღეები დათვლილია. ისინი ცდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი ცხდებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა