თეგებით ძიება

გამოაცხვეთ გემრიელი და ნოტიო პასკა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებული მზადება დაიწყო.

უმეტესობა ცდილობს, რომ დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადოს. სოციალურ ქსელში და ინტერნეტგამოცემებში პასკების რეცეპტის მრავალფეროვანი არჩევანია.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ბებოს რეცეპტს, როგორ მოვამზადოთ და გამოვაცხოთ გემრიელი და ნოტიო პასკა.

დაგჭირდებათ:

10 კვერცხი
შაქარი 1,200 კგ
კარაქი 250 გრ
მარგარინი 250გრ
რძე 1 ლიტრი
მაწონი 250 გრ
არაჟანი 250 გრ
ზეთი 1 ჭიქა
საფუარი 2 სუფრის კოვზი
ფქვილი 3 კგ
ვანილი გემოვნებით
თავზე წასასმელად – კვერცხის გული
სანელებლები (სურვილისამებრ)

როგორ მოვამზადოთ ცომი:

10 კვერცხისა და 1 კგ შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. პარალელურად ცალკე მოვამზადოთ საფუარი. ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, დავუმატოთ 200გრ შაქარი, ასევე 200გრ ფქვილი. ავურევთ მანამ სანამ საფუარი არ აფუვდება.

მზა საფუარს ჩავასხამთ გოგლიმოგლში. შემდეგ ნახევარ ლიტრ რძეში შევურევთ, კარაქს და მარგარინს, ერთ ჭიქა ზეთს. დავუმატებთ არაჟანს და ნახევარ ლიტრ მაწონს, ვანილს და კარგად მოვცომავთ.

მოვამზადოთ ყალიბები:

ცომისთვის ვამზადებთ თუნუქის ან სპეციალურ ქაღალდის ყალიბებს. თუ პასკას თუნუქის ყალიბში აკეთებთ, დაგჭირდებათ 4 ფენა ქაღალდი ძირისთვის და გვერდისთვის ისე, რომ კარგად გადაიფაროს. აუცილებელია ქაღალდი ყალიბზე მაღლა 3-5 სმ-ზე ამოდიოდეს.

მომზადებულ ცომს მოვათავსებთ სითბოში. როცა ამოვა ჩავზელთ. ასე გავიმეორებთ სამჯერ. მესამე ჩაზელვის დროს დავუმატებთ ცალკე გასუფთავებულ ქიშმიშს, გავრეცხავთ და ტილოზე გავაშრობთ.

შემდეგ ცომის ბურთულებს მოვათავსებთ წინასწარ მომზადებულ ყალიბებში.

დაველოდებით, რომ ცოტათი ისევ აფუვდეს. შემდეგ შევდგათ წინაწარ კარგად გახურებულ ღუმელში და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. ცხობის სასურველი დრო 30-40 წუთია.

ბებიის გაფრთხილება! პასკის ცხობის პროცესში დიასახლისი უნდა შეეცადოს იყოს იზოლირებულად, სახლში იყოს კარგი განწყობა „პასკას არ უყვარს ხმაური“!

მოინდომეთ და აუცილებლად გამოგივათ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა