თეგებით ძიება
29. 04. 2021 მსოფლიო

ლონდონის უდიდესი აეროპორტის ზარალმა 3,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ზარალმა პანდემიის გამო 2,4 მლრდ გირვანქა სტერლინგი, ანუ 3,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 31 მარტამდე აეროპორტით 1,7 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით ნაკლებია. მხოლოდ მიმდინარე წელს ჰითროუს ზარალმა 459 აშშ დოლარი შეადგინა.

დიდი ბრიტანეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ფრენების ინტენსივობა მაისის ბოლოს აღდგება, თუმცა რჩება ბევრი შეკითხვაც. უცნობია რა მიმართულებით იქნება ფრენა შესაძლებელი და როგორ იმოქმედებს ე.წ. „კოვიდ პასპორტი“.

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაფსმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას „ვაქცინაციის პასპორტის“ იგივე „კოვიდ პასპორტის“ საკითხს G7-ის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.

ჰითროუს აეროპორტი ესპანურ Ferrovial (FER.MC)-ს, ყატარის საინვესტიციო სამმართველოს და China Investment Corp-ს ეკუთვნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა