თეგებით ძიება
29. 04. 2021 მსოფლიო

ჩინეთში ამ დროისთვის ვაქცინა 200 მლნ ადამიანს გაუკეთეს

ჩინეთში ამჟამად 200 მლნ ადამიანს ვაქცინა აქვს გაკეთებული. ამის შესახებ abcnews.go.com იუწყება.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა სტუდენტებს და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ პირებს გაუკეთდა. ჩინეთში დღეში 1 მლნ ადამიანის ვაქცინაცია ხდება და შუა ივნისისთვის 560 მლნ ადამიანს ვაქცინის ერთი დოზა ექნება გაკეთებული. გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე 1 მლრდ ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

ჩინეთში აცრების ადგილობრივი წარმოების 5 ვაქცინით მიმდინარეობს. მისი ეფექტიანობა 50-დან 79%-მდე შეადგენს. თავდაპირველად ვაქცინაცია საკმაოდ დაბალი ტემპებით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ამ პროცესის დარეგულირება მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა