თეგებით ძიება
29. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთში 16 უკრაინელი რადიკალი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ

რუსეთის ფედერაციაში უკრაინული რადიკალური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც შენობების აფეთქებას და სხვა ტერაქტებს ამზადებდნენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

დაკავებები მოსკოვის ოლქში, კრასნოდარში, სარატოვში, ტიუმენში და სხვა ქალაქებში განხორციელდა.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებულები სახელმწიფო უწყებების აფეთქებას გეგმავდნენ, ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ და მოქალაქეებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ჩხრეკის დროს ამ პირებს ცივი იარაღი და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია აღმოაჩნდა, რომელიც ელექტრონულ საშუალებებზე ენახებოდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა