თეგებით ძიება
29. 04. 2021 მსოფლიო

კორონა ტრადიციებს გვართმევს - ქორწილი სპეცტანსაცმელში

კორონავირუსმა მსოფლიო რომ შეცვალა, ფაქტია. 2019 წელს გამოჩენილმა უცნობმა ვირუსმა არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ავნო და ბევრიც შეიწირა, არამდე მან ჩვენს კულტურასა და ტრადიციებსაც გამოუცხადა ბრძოლა. ამის თვალნათელი მაგალითია ინდოეთის ჩრდილოეთით გამართული უჩვეულო ქორწილი, სადაც ნეფე-დედოფალმა წმინდა ცეცხლს ირგვლივ ტრადიციული ტანისამოსის ნაცვლად, სპეცტანსაცმლებში გამოწყობილებმა შემოუარეს.

როგორც უცხოური მედია წერს, ქორწილი ერთ-ერთი კოვიდცენტრის ეზოში გაიმართა მას შემდეგ, რაც სასიძოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათში სასულიერო პირი უფრო ასტრონავტს გავს, ვიდრე მღვდელს.

საქორწილო ცერემონიის შემდეგ, ახალდაქორწინებულები ცალ-ცალკე საიზოლაციო პალატებში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინდური შტამის გამოჩენის შემდეგ, ქვეყანაში ყოველდღიურად 350 ატასზე მეტ ადამიანს უდასტურდება კორონავირუსი. ინდოეთი აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა