თეგებით ძიება

"მთელი დღე ვფიქრობდი,მეთქვა თუ არა..." - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მთელი დღე ვფიქრობდი ამ თემაზე რამე მეთქვა თუ არა.

30 წელი შესრულდა, მაგრამ დღეს რა მოგილოცოთ, არ ვიცი. შეიარაღებული ძალებიდან თავდაცვის ძალებად რომ გადაგაკეთეს ეგ მოგილოცოთ, თუ ფორმას საკუთარი ფულით რომ ყიდულობთ ეგ?
2 წელი მაგ საქმეს შევალიე და მიხარია, ამაყი ვარ.

ყველა ჯარისკაცს გილოცავთ იმას, რისთვისაც ერთად ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ყველა ჯარისკაცის ხსოვნა იყოს, ვინც დაფასებული თუ დაუფასებელი დარჩა ჩვენი საზოგადოების უმადურების გამო.

ჩემს მეხუთე შვილს - ქართულ ჯარს ვულოცავ 30 წლის იუბილეს", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა