წიწილა იტალიურად - გემრიელი და მსუბუქი ვახშამი
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 4 ც.
ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.
ნიორი - 2 კბილი
წითელი ღვინო - ½ ჭიქა
პომიდორი - 800 გ
მაკარონი „რაკუშკა“ – 230 გ
ისპანახი - 140 გ
გახეხილი რბილი ყველი - 1 ჭიქა
მომზადება:
1. დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და ოდნავ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ ქათმის ფილე და შეწვით თავსახურის ქვეშ 5-8 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ღვინო და დაჭრილი პომიდორი და მიიყვანეთ დუღილამდე ძლიერ ცეცხლზე.
2. დაამატეთ მაკარონი. ამზადებთ მოხდილი თავსახურით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ მაკარონი არ იქნება მზად, პერიოდულად ურიეთ. შემდეგ მაკარონზე ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი ისპანახი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს, მთელი ტაფის ზედაპირზე თანაბრად დააყარეთ გახეხილი ყველი და ამზადეთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ ყველი არ გადნება.
გემრიელად მიირთვი!
gurmania.ge