თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა, მათ შორის ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა