თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობა ემიგრანტების წლიურ მონაცემს აჭარბებს

2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, გასულ წელს იმიგრანტთა რაოდენობამ 89 996 შეადგინა, ემიგრანტთა წლიური მონაცემი კი, 74 264-ია.

შესაბამისად, შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, მიგრაციული სალდო დადებითია და 15 732-ს შეადგენს.

ცნობისთვის, 2019 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 96 864 შეადგინა.

2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 728 600 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 0.3%-ით აღემატება. მოსახლეობის გადანაწილება სქესის მიხედვით ასეთია: 1 796 200-მდე კაცი და 1 932 400-მდე ქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა