თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

ისრაელის პრემიერმა მერონის მთაზე დაშავებულებისთვის სისხლი ჩააბარა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულებისთვის სისხლი ჩააბარა.

„დიდ მადლობას ვუხდი ისრაელის უამრავ მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ მომენტებში ჩვენი ხალხი ერთიანდება, რასაც დღეს ვხედავთ. მე ყველაფერს გავაკეთებ და ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაღუპულთა ოჯახებს დავეხმაროთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა