თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

NASA-მ მარსის ზედაპირის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ მარსის ზედაპირის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვერტმფრენმა Ingenuity-მ გადაიღო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი ფერადი ფოტოა, რომელიც აპარატმა გადაიღო. ფოტოზე წითელი პლანეტის ზედაპირი და მასზე მარსმავალ Perseverance-ის მიერ დატოვებული კვალი ჩანს. ფოტო 2021 წლის 22 აპრილს, ვერტმფრენის მეორე რეისის დროს არის გადაღებული.

Ingenuity-მ პირველი ფრენა 19 აპრილს განახორციელა, რა დროსაც მან მარსზე პირველი ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აპარატი იმისთვის შეიქმნა, რათა სპეციალისტებს შეემოწმებინათ შესაძლებელია თუ არა ფრენები მარსის ატმოსფეროში. Ingenuity მარსზე ფოტოებს გადაიღებს და NASA-ს პლანეტის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა