კარტოფილის ყვავილები სოკოთი და ფარშით
ინგრედიენტები:
ხორცის ფარში - 100 გ
კარტოფილი - 3 ც.
ქამა სოკო - 150 გ
მაგარი ყველი - 100 გ
კვერცხის გული - 1 ც.
მცენარეული ზეთი - შესაწვავად
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ფარშს დააყარეთ მარილი და პილპილი. ქამა სოკოს მოაჭერით ფეხები და დატენეთ ფარშით. სოკო შეწვით ზეთზე მზადყოფნამდე.
კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად. დააწყეთ კარტოფილის ფირფიტები კეკსის ფორმებში ყვავილის მსგავსად.
ჯამში გახეხეთ ყველი, დაამატეთ კვერცხის გული, მარილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე. დაასხით ფორმებში შუა ადგილას, ზემოდან დაადეთ ფარშირებული სოკო. კარტოფილის ფურცლებს წაუსვით ზეთი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
გააციეთ და ამოიღეთ ფორმებიდან. გემრიელად მიირთვით!
gurmania.ge