ლიმონჩელო - უგემრიელესი და არომატული იტალიური ლიმონის ლიქიორი
ინგრედიენტები:
ლიმონი - 5 ც.
არაყი - 500 მლ
შაქარი - 350 გ
წყალი - 350 მლ
მომზადება:
ლიმონი გაფცქვენით. კანი მოათავსეთ შუშის ქილაში და დაასხით არაყი. დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 5-7 დღით. დროდადრო შეანჯღრიეთ ქილა.
მოამზადეთ სიროფი: შაქარი და წყალი აურიეთ ერთმანეთში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა შაქარი მთლიანად გაიხსნება წყალში, ადუღეთ კიდევ 4-5 წუთი, შემდეგ გადმოდგით სიროფი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
gurmania.ge
ერთი კვირის შემდეგ ლიმონის ნაყენი გაწურეთ და გადაურიეთ სიროფს. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 5 დღით.
გემრიელად მიირთვით!