თეგებით ძიება
03. 05. 2021 სპორტი

რუსულმა კლუბმა, რომელშიც ირიცხება სამი ქართველი, პროფესიონალური სტატუსი დაკარგა

ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა, პაველ ხუდიაკოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს პროფესიონალური სტატუსი აღარ ექნება.

"მგლებმა" უკვე დაკარგეს რუსეთის პრემიერ ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ისინი 13 ქულით არიან ბოლო ადგილზე, გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას კი მინიმუმ 8 ქულის მოგროვება სჭირდება.

"ლურჯების" პროფესიონალური სტატუსის დაკარგვის მიზეზი არის კლუბში წარმოქმნილი სირთულეები, მათ შორის ფინანსური.

ამის გარდა, გეორგი იარცევის შეგირდებს ბრალი ედებოდათ ტოტალიზატორთან კავშირში და მატჩების ჩაწყობის საქმეში.

"ტამბოვში" ირიცხება სამი ქართველი, ესენი არიან - ზურაბ გიგაშვილი, 19-წლის ცენტრალური მცველი; ვლადიმერ კობახიძე, 21-წლის ცენტრალური ნახევარმცველი და მორის ნუსუევი, 23-წლის ცენტრალური მცველი, რომელიც აგრეთვე საქართველოს მოქალაქეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა