თეგებით ძიება
04. 05. 2021 სპორტი

ჟოზე მოურინიო „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ აპრილში დაითხოვა. თუმცა იგი უსაქმოდ დიდი ხნით არ დარჩენილა – მომავალი სეზონიდან იტალიურ „რომას“ გაუძღვება. იგი სერია A-ს გუნდს სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

„ჟოზე მოურინიოს ყველა მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული. იგი მაღალი დონის სპეციალისტია და მოხარულები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. მასთან გუნდის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა შევიმუშავეთ და, გვჯერა, რომ ამ დროში ბევრს მივაღწევთ“, – განაცხადა რომას პრეზიდენტმა დენ ფრედკინმა.
1tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა