ფარშირებული სოკო ყველით - 20 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი
ინგრედიენტები:
ფარში
ხახვი
ქამა სოკო
მაიონეზი
გახეხილი ყველი
მცენარეული ზეთი
მარილი
შავი პილპილი
მომზადება:
გამოაცალკევეთ სოკოს ფეხი ქუდისაგან. ფეხები დაჭერით, ქუდებში კი ფრთხილად გააკეთეთ პატარა ჩაღრმავებები. ასევე წვრილად დაჭერით რბილობი, რომელიც ამის შემდეგ დარჩა.
შიგთავსის მომზადება სოკოს ფარშირებისთვის:
ხახვი, ხორცის ფარში, წვრილად დაჭრილი სოკოს რბილობი მოხრაკეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი.
ქამა სოკოს ფარშირება:
მომზადებულ ქუდებში ჩაასხით ცოტაოდენი მაიონეზი, შემდეგ ჩადეთ შიგთავსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაალაგეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში 20-25 წუთით, ყველი უნდა შეიბრაწოს.
ფარშიანი სოკოს მომზადების დეტალები:
1. ფარშირებისთვის საჭიროა აირჩიოთ მსხვილქუდიანი სოკოები.
2. ქუდებში ჩაღრმავებები უნდა გააკეთოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ და არ გატეხოთ.
gurmania.ge