დავით ზალკალიანი პრემიერთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფება
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ვიზიტთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.