თეგებით ძიება

შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ - გომელაური ესებუაზე

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის მიერ ბადრი ესებუაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, შეიძლება, ათი წლის შემდეგ დააკავონ, ან შესაძლოა, რამდენიმე წუთშიც მოხდეს მისი დაკავება, რადგან გამორიცხული არაფერია, თუმცა მისი დაკავება ადრე თუ გვიან მოხდება:

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალ და ალბათ რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამასე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული, შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ შეიძლება ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა, ეს ჩვეულებრივი თემაა...გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", - განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა