თეგებით ძიება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მელაშვილის გამოჩენა პროვოკაციაა - ვოლსკი

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გარეჯში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა და მელაშვილის ადგილზე ჩასვლას პროვოკაცია უწოდა. როგროც ვოლსკიმ განმარტა, კარტოგრაფი სახელწიფოს ვალდებულს ხდის, სასულიერო პირების მიმართ გარკვეული ზომები მიიღოს, რაც ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება და დაპირისპირების ახალ კერას ქმნის:

"პროვოკაციაა ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როცა ერთის მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის გაჩაღების მიზნით" - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ დავით-გარეჯში სიუჟეტის გადაღებისას მთავარი არხის ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ივერი მელაშვილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა