"სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით, სასაზღვრო პოლიცია კი ამ ყველაფერს რაგირების გარეშე უყურებდა" - ნინუცა კეკელია დავით-გარეჯში მომხდარ თავდასხმის ფაქტს იხსენებს
დავით-გარეჯის ერიტორიაზე გუშინ მომხდარი თავდასხმის ფაქტს გადაცემა დღის სტუმარში მთავარი არხის ჟურნალისტი ნინუცა კეკელია იხსენებს. როგორც ის აცხადებს, სასულიერო პირი წვეტიანი ფეხსაცმლით უსწორდებოდა, მოქმედება კი სასაზღვრო პოლიციის ორი ეკიპაჟის თვალწინ ხდებოდა, თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ:
"კადრში რაც ჩანს არის ერთი გაქნევა, რომელიც მხვდება. ამის შემდგ უკვე კამერა ითიშება, მე ტელეფონით გადაღების საშუალება იქ აღარ მომცეს და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ოპერატორთან.
ჩემს მიმართ უფრო მეტად დამამცირებელი ფიზიკური შეხება იყო. სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით კოჭებში, დროდადრო საკმაოდ ძლიერად მხარზე. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ სადღაც დამეკარგა მოთმინება და პროვოკაციას წამოვგებოდი, ან უხეშად მეც შევხებოდი.
სასაზღვრო პოლიციის ორივე ეკიპაჟის წინ ხდებოდა ეს მოქმედება და ისინი ამაზე არ რეაგირებდნენ თხოვნის მიუხედავად" - აღნიშნავს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გუშინ დავით-გარეჯში სიუჟეტის გადაღებისას მთავარი არხის ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ივერი მელაშვილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.