თეგებით ძიება

7 უტყუარი ნიშანი, რომ „ის“ადამიანი გიყვარდებათ

1. „რომელი ყოფილი?“
ჩვენ გულისხმობთ, რომ აღარ გახსოვთ არც ერთი ყოფილი შეყვარებული თუ გატაცება. აღარც მათ სოციალურ ქსელებს ადევნებთ თვალს და არც ის იცით, ბოლოს რომელი ფოტო დაამატა. დიახ, თქვენ უბრალოდ არც ერთი ადამიანი აღარ გახსოვთ, რომელთანაც ბედნიერი იყავით. ეს მშვენიერი ამბავია, რადგან წარსულის სიყვარულით სავსე მოგონებებს, ახალი რეალობით ანაცვლებთ.

2. ჩახუტება ყველაზე ტკბილია
ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ემოციური შეგრძნებების კორიანტელია. თუ ერთად გატარებული ღამის შემდეგ, სექსის ნაცვლად, პარტნიორთან ჩახუტებაზე ოცნებობთ, მაშინ ნელ-ნელა სიყვარულის თბილ ჭაობში იძირებით.

3. თქვენ არ ითვლით წამებს, სანამ ის გიპასუხებთ
ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როდესაც ყველაფერი ძალიან ახალია, თქვენ აკვირდებით რამდენ ხანში გიგზავნით საპასუხო შეტყობინებას და შემდეგ ფიქრობთ, რა დროში უნდა უპასუხოთ. როდესაც ამაზე აღარ ფიქრობთ, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორის და საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული ხართ.

4. ყველაფერი მას გახსენებთ
ქათმის ბურგერი თუ სელინ დიონის სიმღერა; ახალი კაბა თუ საქმიანი მეილი - ყველაფერი, რასაც დღის განმავლობაში აღიქვამთ, რაღაც საოცარი ძალით, მის თავს გახსენებთ.

5. როდესაც თქვენს ცხოვრებაში „ყოფილი“ ბრუნდება, სრულიად გაოცებული რჩებით
რატომღაც ისე ხდება, რომ როგორც კი, ყოფილზე დარდს ასრულებთ და ახალ ადამიანზე იწყებთ ფიქრს, წარსული კვლავ ბრუნდება. თითქოს, ყოფილი რომანტიკული პარტნიორი ინტუიციით გრძნობს თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს. თუმცა ეს ძალიან კარგია, რადგან ამ დროს მკაფიოდ ხედავთ, როგორ არ გაინტერესებთ თქვენი ყოფილი შეყვარებული.

6. თქვენ ტკივილის აღარ გეშინიათ
თუ ადამიანს მართლა მოსწონს სხვა პიროვნება, ძალიან ხშირად ეშინია, რომ მას ატკენენ. ეს შეიძლება სიმართლეც კი იყოს, თუმცა მოდი, ვაღიაროთ - ეს არ არის სიყვარული. თუ რომელიმე თქვენგანი გრძნობს, რომ არსებობს გულისტკენის რისკი, მაშინ ერთმანეთი უბრალოდ არ გიყვართ.

7. ეს ურთიერთობა ძალიან ადვილად აეწყო
დიახ, ურთიერთობებს სჭირდება შრომა. მაგრამ როდესაც ვინმე შეგიყვარდებათ, ეს იქნება ის ურთიერთობა, რომელში რესურსების ჩადების სურვილიც გექნებათ. ასეთი ამბები კი, როგორც წესი, ძალიან მარტივად გამოდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა