თეგებით ძიება

რატომაა უკეთესი მარტოობა, ვიდრე შეყვარებულის ყოლა

საზოგადოება სავსეა სიყვარულის შესახებ არსებულია უამრავი სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით. შედეგად კი, ადამიანები ხშირად გრძნობენ ზეწოლას, რომ აუცილებელია ჰქონდეთ ურთიერთობა, მაშინაც კი, თუ ეს ბედნიერებას არ ანიჭებთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს მარტოობა. სინამდვილეში, საკუთარ თავთან ერთგულ ურთიერთობას ბევრი სარგებელი მოაქვს.

1. ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს დამნაშავედ იმიტომ, რომ ურთიერთობა არ აქვთ
კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოება მარტოხელა მამაკაცებსა და ქალებს უფრო უარყოფითად აფასებს. მარტოხელა ადამიანები სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინაშე დგანან, ხოლოს საზოგადოებაში ეს ლეგიტიმურად ითვლება. როდესაც ვინმე გეკითხებათ, როდემდე გეგმავთ მარტო სიარულს ან როდის აპირებთ გათხოვებას, რეალურად თქვენს პირად სივრცეს ეხებიან.

2. უმჯობესია ისწავლოთ, თუ როგორ იყოთ კეთილი საკუთარი თავის მიმართ

რაც არ უნდა ეცადოთ, თუ არ გიყვართ საკუთარი თავი, მაშინ ვერ შექმნით ჯანმრთელ ურთიერთობას. გასაკვირი არ არის, რომ მეცნიერები გვაფრთხილებენ, ადამიანები, რომლებიც კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით, ურთიერთობებშიც უფრო ბედნიერები არიან. საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ თქვენ კეთილი და მზრუნველი ხართ საკუთარი თავის მიმართ.

3. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად განვითარდეთ, როგორც ინდივიდი
იფიქრეთ იმ დროზე, რაც მარტოხელა ადამიანებს აქვთ საკუთარი თავისთვის. მათ შეუძლიათ სცადონ სხვადასხვა ჰობი, მიაღწიონ თავიანთ ყველაზე გიჟურ ოცნებებს ან განაგრძონ თავიანთი კარიერა. არ გჯერათ? მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული კაცები უფრო მეტს შოულობენ, ვიდრე მარტოხელები, ქალების შემთხვევაში, მარტოხელებს 2-ჯერ მეტი ანაზღაურება აქვთ.

4. მარტოხელებს სინამდვილეში სუპერ ძლიერი ურთიერთობები აქვთ
არსებობს სტერეოტიპი, რომ მარტოხელა ადამიანები მარტოობას განიცდიან, მაგრამ დამტკიცებულია, რომ არასწორი შეხედულებაა. ის ფაქტი, რომ თქვენ არავისთან არ გაქვთ ურთიერთობა, ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ძლიერი კავშირები გაქვთ თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან.

5. სიყვარულს ძიებას შეუძლია თქვენი ცხოვრება გაამწაროს

ეს მუდმივი სურვილი გვაიძულებს დავიწყოთ ძიება, რათა ვიპოვოთ პარტნიორი. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ნიშნავს მუდმივ მოლოდინს და სტანდარტების დაწევას. სიყვარულის იდეა დამოკიდებულებას იწვევს - შეიძლება საბოლოოდ პარტნიორიდან პარტნიორზე გადავიდეთ და არასოდეს დავასრულოთ ზედაპირული ურთიერთობების ჯაჭვი, რათა სანუკვარი მეორე ნახევარი ვიპოვოთ. ამ მოჯადოებულ წრეში კი, საბოლოოდ დავკარგოთ საკუთარი თავი.

შესანიშნავია, თუ თქვენ უკვე იპოვეთ საყვარელი ადამიანი, მაგრამ გახსოვდეთ, სულაც არ არის აუცილებელი, სხვა ადამიანებიც ურთიერთობაში იყვნენ. სიყვარული - ეს გრძნობაა და არა ვალდებულება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა