თეგებით ძიება

5 სიტუაცია, როდესაც სჯობს, არ ილაპარაკოთ

ნათქვამია, რომ ხშირად, დუმილი სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვისაც. მართალია საკუთარი აზრის გამოთქმა ღირებული უნარია, მაგრამ არსებობს მრავალი სიტუაცია, როდესაც აზრის დაფიქსირება საუკეთესო გადაწყვეტილება სულაც არ არის. ამასთან, არსებობს სიტუაციები, სადაც უმჯობესია ჩუმად ვიყოთ. ასეთი სიტუაციების ამოცნობა კი, ისეთივე ღირებულია, როგორც საკუთარი აზრების გამოთქმა.

კი მაგრამ, როდის არ უნდა ვილაპარაკოთ? როდის უნდა გავჩუმდეთ?

1. როდესაც გონება დაბინდულია
პირველი შემთხვევა, როდესაც არ უნდა ილაპარაკოთ, არის ის, როცა გიჭირთ გარკვევით აზროვნება და სიტუაციის შეფასება. ამის მიზეზი კი შეიძლება ბევრი რამ იყოს: იქნება ეს დაღლილობა, გავლენის ქვეშ ყოფნა თუ გაბრაზება. ასეთ სიტუაციებში უმჯობესია მოიცადოთ და ემოციების დალაგებას დაელოდოთ. სხვა შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ თქვენი სიტყვები, მოგვიანებით ძალიან ინანოთ.

2. როდესაც თქვენი სიტყვები საზიანოა
მეორე შემთხვევა, როდესაც არ უნდა ილაპარაკოთ არის ის, როცა თქვენი სიტყვები უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როდესაც სხვებმა უნდა გაიგონ მტკივნეული სიმართლე, მაგრამ ეს სიტუაციები იმაზე იშვიათია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დაფიქრდით, სასარგებლო იქნება თუ არა ის სიტყვები, რომელთა ლაპარაკიც გსურთ.

3. როდესაც თქვენს აზრს მნიშვნელობა არ აქვს
შემდეგი სიტუაცია, როდესაც არ უნდა ილაპარაკოთ, არის როცა თქვენი მხრიდან აზრის გამოთქმა შეუსაბამოა. ადვილი არ არის ამის აღიარება და მიღება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ ჩვენი ეგო არ გვეთანხმება. როდესაც საკმარისად არ ფლობთ სიტუაციას, ან ექსპერტები სხვა ადამიანები არიან, ან როდესაც თქვენი აზრი გავლენას არ ახდენს სხვებზე. ასეთ დროს სჯობს გაჩუმდეთ, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა. გახსოვდეთ, რომ დუმილი საუკეთესო პასუხია იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენს სიტყვებს არ აფასებს.

4. როდესაც გთხოვეს, არ ისაუბროთ
როგორც წინა შემთხვევაში, ამ სიტუაციაშიც ძნელია იმის აღიარება, რომ თქვენი აზრი არ არის აქტუალური. ასეთ დროს, ძალიან ძნელია ჩუმად ყოფნა. თუმცა უმჯობესია შეაჩეროთ ეს იმპულსი და ამის ნაცვლად დაფიქრდეთ, რატომ გთხოვეს გაჩუმება? ამ სიტუაციაში, მოსმენა და სწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

5. როდესაც სათქმელი არ გაქვთ
მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც სიტუაციაში გრძნობთ - ახლა რამე უნდა თქვათ, არ ნიშნავს, რომ ხმა უნდა ამოიღოთ. ამის ნაცვლად, თქვენ შეიძლება მხარი დაუჭიროთ სხვის ნათქვამს. შეიძლება უხერხულადაც კი იგრძნოთ თავი იმის გამო, რომ თქვენ არაფერი გაქვთ დასამატებელი, მაგრამ, როგორც წესი, ლაპარაკი ლაპარაკის გულისთვის, არასოდესაა კარგი გადაწყვეტილება. მიეცით საკუთარ თავს უფლება, აღიაროთ, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ.

”ფრთხილად იყავით თქვენს სიტყვებთან, რადგან მათი წარმოთქმის შემდეგ, მხოლოდ პატიებაა შესაძლებელი, დავიწყება კი - არა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა