რჩევები წყვილების რომელიც თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს
1. სცადეთ გულახდილი და ღია კომუნიკაცია
ნებისმიერი ურთიერთობის ცენტრალურ ნაწილი კომუნიკაციაა. გულახდილი კომუნიკაცია საშუალებას აძლევს თქვენს პარტნიორს გააცნობიეროს თქვენი ყველა შიში, იმედი და შეხედულება. ხოლო ორივეს გაძლევთ შანსს, გამოხატოთ, როდის არ ეთანხმებით ერთმანეთს. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ლაპარაკი, ეს არის ერთმანეთის მოსმენა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა.
2. განავითარეთ საერთო ინტერესები
როგორც ჩანს, მსგავსი აქტივობებისა ან ინტერესებს (მაგალითად, სპორტი, ლიტერატურა, ხელოვნება...) გაზიარება ძლიერი ურთიერთობის რეცეპტია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ნებისმიერი სტრესისგან თავისუფალი აქტივობა ზრდის წყვილის სიახლოვეს და აძლიერებს ურთიერთობებს.
3. შეინარჩუნეთ კონტაქტი მთელი დღის განმავლობაში
გაუგზავნეთ ერთმანეთს კომპლიმენტები, სასაცილო ფოტო, უბრალოდ პოზიტიური კომენტარი, შეტყობინებები და ამ ფორმით შეახსენეთ, რომ მათზე ფიქრობთ. ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი კავშირი, რადგან ეს დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ ეს ნამდვილად სერიოზული და მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. დაიმახსოვრეთ, რომ საპასუხო პასუხისმგებლობა ნებისმიერი მჭიდრო ურთიერთობის გადამწყვეტი ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორის შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ასევე, მნიშვნელოვანია.
4. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს
ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ პარტნიორის მოთხოვნებისა და საჭიროებების შემჩნევა, რაც ადრე არასოდეს „დაგინახავთ“. მათი შეუმჩნეველი დატოვება შეიძლება პრობლემების მთავარი მიზეზიც კი იყოს, რადგან ასეთ სიტუაციაში, ადამიანი გამუდმებით დანაკლისსა და ურთიერთობის ცალმხრივობას განიცდის.
5. ერთად აკეთეთ საქმეები
როგორც ჩანს, დღეს წყვილებს შორის საოჯახო საქმეების გაზიარება უფრო ხშირია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, რადგან მამაკაცები უფრო მეტად ერთვებიან ოჯახის საქმეებში. გასაკვირი არ არის, რომ კვლევების თანახმად, ის წყვილები უფრო ბედნიერები არიან, რომლებიც სახლის საქმეს იზიარებენ, განსაკუთრებით კი, ჭურჭლის რეცხვას. ყოველდღიური საქმეების გაზიარება ბედნიერი ქორწინების გასაღებია.
6. შეაქეთ ერთმანეთი
ერთმანეთის მიმართ მადლიერების და კმაყოფილების გამოხატვა ნებისმიერი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, იქნება ეს მათი ხასიათის, გარეგნობის, გემოვნებისა თუ სხვა დეტალების აღნიშვნა. თანაც, ეს დაეხმარება დაბალი თვითშეფასების მქონე პარტნიორს გაძლიერებასა და რეალურ გაუმჯობესებაში.
7. ერთად იცინეთ
ყველამ ვიცით, რომ სიცილი ნებისმიერი სოციალური ურთიერთობის მაგიური წებოა. ერთად სიცილი აახლოებს ადამიანებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ერთნაირად აღიქვამთ. როგორც ჩანს, სიცილი უფრო საყვარელ ადამიანთანაც იგივე პრინციპით მოქმედებს: ის აძლიერებს თქვენს ურთიერთობას.