თეგებით ძიება

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა გადაუხადოთ მადლობა საყვარელ მამაკაცს

რომანტიკულ ურთიერთობას ბევრი სირთულე ახლავს თან, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო მომენტებითაც არის სავსე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მადლობის თქმას უდიდესი ძალა აქვს და რომ მადლიერების გამოხატვა ურთიერთობას უფრო მყარს ხდის.
არსებობს ისეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა გამოც, დიდი ალბათობით, საყვარელ მამაკაცს მადლობას არ ეუბნებით, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს ამას. ფსიქოლოგების მტკიცებით, თუ საყვარელ მამაკაცს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გამო მადლობას ეტყვით ხოლმე, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.

1) საყვარელი მამაკაცი მზად არის, რომ თქვენს ცრემლებს მოთმინებით შეხვდეს, დაგამშვიდოთ და

თქვენ გამხიარულებაზე იზრუნოს - ზოგჯერ გოგონები ვტირით უმიზეზოდ, შესაძლოა არც კი ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ცრემლების მიზეზი. კარგი იქნება, თუ რომანტიკულ პარტნიორს მადლობას გადაუხდით იმისათვის, რომ ასეთ დროს თქვენ გვერდითაა და ცდილობს, გაგაბედნიეროთ.

2) იღებს უთვალავ სელფს თქვენთან ერთად - მამაკაცების ნაწილს უყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ უმეტესობას ძალიან აღიზიანებს, განსაკუთრებით, სელფების გადაღება. მიუხედავად იმისა, თუ სელფების გადაღება არ უყვარს და მაინც წუწუნის გარეშე იღებს თქვენ გვერდით ასეთ ფოტოებს, გადაუხადეთ მადლობა.

3) საყვარელი მამაკაცი მზად არის დაგიცვათ ყველა სიტუაციაში, მაშინაც კი, როცა დამნაშავე ხართ. ის თქვენი საუკეთესო ადვოკატია და გაუხარდება, თუ მადლობას ეტყვით.

4) მან იცის, რომ ხანდახან გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რომ გჭირდებათ საკუთარი, პირადი სივრცე. მამაკაცების ნაწილს ეს არ ესმის, თუმცა, თუ თქვენი პარტნიორი აცნობიერებს, რომ ზოგჯერ მარტო ყოფნა ორივე თქვენგანისთვის აუცილებელია, გაგიმართლათ და უთხარით მას ამისთვის მადლობა.

5) თუ არასოდეს მალავს ტელეფონს და არ გაძლევთ საბაბს ეჭვიანობისა და ნერვიულობისთვის, თუ მას შეუძლია თავისი ტელეფონი მოგცეთ ისე, რომ პაროლი არ ჰქონდეს. უთხარით მადლობა ასეთი ნდობისთვის და იმისთვის, რომ არ გაძლევთ საბაბს, რომ არ ენდობოდეთ.

6) თუ მას შეუძლია ამბავი თქვენი თვალებით დაინახოს და თქვენს ადგილას წარმოიდგინოს თავი. ეს ყველას არ შეუძლია და თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი ასე იქცევა, გილოცავთ. მადლობის მიზეზი ნამდვილად გქონიათ.

7) თუ არ აკონტროლებს თქვენი კვების რაციონს და თქვენ გვერდით ხანდახან არაჯანსაღადაც იკვებება. თუ არ ითვლის თქვენს კილოგრამებს, გვერდით შესანიშნავი კაცი გყოლიათ. უთხარით მადლობა იმისთვის, რომ არ განგსჯით და იმის გამო, რომ 2 კგ მოიმატეთ, თქვენი კვების რაციონის გაკონტროლებას არ იწყებს.

8) უთხარით მადლობა იმისათვის, რომ თქვენთან ერთად სისულელეების ჩადენა შეუძლია. იმისთვის, რომ მის გვერდით ცხოვრება საინტერესო თავგადასავალია.

9) უთხარით მადლობა სიყვარულისთვის! იმისათვის, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხართ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა