თეგებით ძიება

რატომ არ აქვთ ადამიანებს შავი თვალები და რომელია ყველაზე იშვიათი თვალის ფერი?

ჩვენი თვალების ფერი, რეალურად ვითარდება და იცვლება, დაახლოებით, 3 წლის ასაკამდე. ამასთან, სინამდვილეში შეუძლებელია ადამიანის თვალები იყოს ნამდვილად შავი ფერის. ჩვენი თვალები, შავად გამოიყურება განათების, არეკლილი შუქისა ან ფერადი ლინზების გამოყენების გამო.

ჩვენი გენები ამას არ დაუშვებს

არსებობს დაახლოებით 16 სხვადასხვა გენი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი თვალების ფერზე. ამ გენებიდან ძირითადი ფაქტორებია HERC2 და OCA2 გენები. ისინი ჩვენი თვალის ირისში არსებულ მელანინის რაოდენობას განსაზღვრავენ. მელანინის კონცენტრაციის შედეგად მიღებული ფერები მრავალფეროვანია: მათ ძირითადად ლურჯი და ნაცრისფერი ელფერი აქვთ, ხოლო ყველაზე მუქი ტონია ყავისფერი და არავითარ შემთხვევაში - შავი.

ალბათ გამუდმებით ვიტირებდით

ობიექტები, რომლებიც შავია, უფრო მეტ შუქს ითვისებს, რათა მართლაც შავი გამოჩნდეს. ზედმეტი შუქი და ენერგია, რომელსაც ის შთანთქავს, სითბოს ენერგიად გარდაიქმნება. ეს ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი გენები საშუალებას მოგვცემდა რეალურად შავი თვალები გვქონოდა, მაშინ თვალებს გაცილებით მეტი ცრემლი დასჭირდებოდა, რათა არ გამომშრალიყო.

ჩვენი თვალები არ იქნებოდა დაცული მავნე სხივებისგან

შავი თვალები რომ გვქონოდა, დღის სინათლეზე გასვლაც გაგვიჭირდებოდა. როგორც ცნობილია, მზის სინათლე შეიცავს ულტრაიისფერი სხივებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შავი ობიექტები უფრო მეტ სინათლეს და შესაბამისად, მეტ UV სხივებს ითვისებენ. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება აურესებს თვალის ჯანმრთელობას და ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა კატარაქტა ან კანის სიმსივნე. ჩვენი გენეტიკური მახსოვრობის წყალობით, მელანინი, რომელიც ირისიში ფერს უზრუნველყოფს, ულტრაიისფერი სინათლისგანაც გვიცავს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მელანინს შეუძლია შთანთქმული ულტრაიისფერი გამოსხივების 99.9%-ზე მეტი გაანადგუროს და დაიცვას ჩვენი თვალები მზის მავნე ზემოქმედებისგან.

რომელია ყველაზე იშვიათი ბუნებრივი თვალის ფერი?

ყველაზე იშვიათი ბუნებრივი თვალის ფერი, სინამდვილეში, მწვანეა. მთლიანი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2% -ს აქვს მწვანე თვალები. ასევე არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ წითელი ან იისფერი თვალები. ამას შემთხვებს ალბინიზმი განაპირობებს, ხოლო ჰეტეროქრომიის გამო, ზოგიერთ ადამიანს, თვალების სრულიად განსხვავებული ფერები აქვთ. მაგალითად, ყავისფერი და ცისფერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა