თეგებით ძიება

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას აპირებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

- ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

- მჭედელ-ზეინკალი;

- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის [email protected] ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა