თეგებით ძიება
13. 01. 2025 მსოფლიო

მოდი კიევში პარასკევს - ვოლოდიმირ ზელენსკი ფიცოს მოწოდებას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მიერ გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მოწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კარგი. მოდი კიევში პარასკევს“, – წერს ზელენსკი X-ზე და ფიცოს სტატუსს აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კი ზელენსკი მოლაპარაკებებზე მიიწვია და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა შექმნის კარგ საფუძველს ღია დისკუსიისთვის სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შესახებ უკრაინის ტერიტორიის გავლით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა