გერმანიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი
გერმანიაში, A11 ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 14 მგზავრი იმყოფებოდა.
პოლიციის სპიკერის, ბეატე კარდელის განცხადებით, დაღუპულები არიან 29 წლის ქალი და 48 წლის მამაკაცი. მისი განმარტებით, ავტობუსი მაგისტრალიდან ავტოსადგომზე შესვლას ცდილობდა, როდესაც გადაბრუნდა.