თეგებით ძიება

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ერეკლე ღვინიანიძის თქმით, აღსრულების პროცესი მეტად მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს. აღნისნული მიზნით იგეგმება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ბიუროს მიდგომის დახვეწა და შეცვლა.

ბიუროს თავმჯდომარე გეგმავს, უახლოეს პერიოდში თითოეული რეგიონის თანამშრომლებს ადგილზე შეხვდეს და მათ ბიუროს ახალი მიდგომები და ხედვები პირადად გააცნოს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ერეკლე ღვინიანიძე თავმჯდომარის პოსტს მიმდინარე წლის 29 აპრილიდან იკავებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა