თეგებით ძიება

კვლევის მიხედვით, რეგულარული ვარჯიში კორონავირუსის გართულების შანსებს ამცირებს

ფიზიკური აქტივობის ახალი, დამაჯერებელი კვლევის თანახმად, ფიზიკური დატვირთვა და კორონავირუსული ჰოსპიტალიზაცია ერთმანეთთან პირდაპირკავშირშია - უფრო მეტი ვარჯიში ნიშნავს მძიმე კოვიდის განვითარების ნაკლებ რისკს. კვლევაში, მონაწილეობა მიიღო თითქმის 50,000 კალიფორნიელმა, რომლებმაც კოვიდი უკვე გადაიტანეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც დაავადებამდე ცხოვრების აქტიურ წესს მისდევდნენ, ყველაზე ნაკლებად ხვდებოდნენ საავადმყოფოში.

ცხადია, ფიზიკური აქტივობა ვერ ჩაანაცვლებს ვაქცინის მნიშვნელობას, მაგრამ სისტემატიური ცურვა, ფეხით სიარული, სირბილი ან ველოსიპედით გასეირნება - დაინფიცირების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული ავადობის შანსს.


მეცნიერებმა კარგა ხანია იციან, რომ ის ადამიანები, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს ირჩევენ, ნაკლებად განიცდიან გაციებას ან სხვა ვირუსულ ინფექციებს და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან. ამის მიზეზი ის არის, რომ ვარჯიში აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის ასევე ზრდის ანტისხეულების რეაქციას გრიპისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებზე.

მაგრამ რადგანაც კორონავირუსი სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო სამყარომ, ბევრი არ არის ცნობილი მისი ბუნების შესახებ. ასევე, ამ დრომდე არ არსებობდა კვლევა, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურმა აქტივობამ და ფიტნესმა გავლენა მოახდინოს კოვიდის მიმდინარეობაზე. თუმცა რამდენიმე ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად სიარული და სხვა ფიზიკური აქტივობების ჩატარება, კოვიდი უფრო მსუბუქ ფორმებში გადააქვთ. ევროპაში ხანდაზმულ ადამიანებზე ჩატარებულ სხვა კვლევაში აღმოჩნდა, რომ კუნთების ზოგადი ჯანმრთელობის მაჩვენებელი დაკავშირებულია კოვიდით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელთან. მაგრამ ეს კვლევა არ განიხილავს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. შესაბამისად, არ შეუძლია გვითხრას იცვლება თუ არა კოვიდის გართულების რისკები.

ახალი კვლევაში, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის და სხვა ინსტიტუტების მკვლევარებმა და ექიმებმა ჩაატარეს, შედარებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ვარჯიშობდნენ გასულ წელს კოვიდინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტები.

მკვლევარებმა 48 440 ზრდასრული მამაკაცისა და ქალის მონაცემების მიხედვით შეადგინეს ჩანაწერები. მათ დააჯგუფეს მამაკაცები და ქალები სავარჯიშო წესების მიხედვით, ყველაზე ნაკლებად აქტიური ჯგუფი ვარჯიშობდა კვირაში 10 წუთს ან უფრო ნაკლებს; ხოლო, ყველაზე აქტიური კვირაში მინიმუმ 150 წუთს.

მკვლევარებმა ასევე მოაგროვეს მონაცემები პიროვნების დაავადების რისკის ფაქტორების შესახებ, მათ შორის მათი ასაკის, მოწევის, წონის და კიბოს, დიაბეტის, ორგანოების გადანერგვის, თირკმელების პრობლემების და სხვა სერიოზული, ძირითადი პირობების შესახებ.

ყველაზე ნაკლებად აქტიური ჯგუფის ადამიანები, რომლებიც თითქმის არასდროს ვარჯიშობდნენ, ყველაზე ხშირად ხვდებოდნენ საავადმყოფოში კოვიდის გართულებით. აქტიური ჯგუფის ადამიანებთან შედარებით, ისინი საავადმყოფოში დაახლოებით 20%-ით უფრო ხშირად იყვნენ საავადმყოფოში და დაახლოებით 30%-ით მეტი სიკვდილის ალბათობა ჰქონდათ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მძიმე დაავადების სხვა გავრცელებული რისკფაქტორებიდან მხოლოდ ხანდაზმული ასაკისა და ორგანოების გადანერგვამ გაზარდა კოვიდიდან ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ალბათობა.

რა თქმა უნდა, ეს კვლევა, არ ამტკიცებს, რომ ვარჯიში კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო გზაა. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, ნაკლებად ხვდებიან საავადმყოფოში კოვიდის გართულების მიზეზით. კვლევამ ასევე არ შეისწავლა, ამცირებს თუ არა ვარჯიში კორონავირუსით ინფიცირების რისკს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა