5 კუნძული, სადაც სოციალური დისტანციით დაცვას შეძლებთ
5 კუნძული, სადაც სოციალური დისტანციით დაცვას შეძლებთ
ახალი კორონავირუსის გამო რადიკალურად შეიცვალა მსოფლიო და ალბათ ხვდებით, რომ 2020 წლის ზაფხული სხვა წლებთან შედარებით განსხვავებული იქნება. მუდმივად გვესმის, რომ აუცილებელია პირბადის ტარება და ერთმანეთს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, საინტერესოა, როგორი იქნება დასვენება კორონავირუსის შემდეგ და სად შევძლებთ დავიცვათ სოციალური დისტანცია.
Forbes-მა საზაფხულოდ იმ კუნძულების სია შეადგინა, სადაც 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას უპრობლემოდ შევძლებთ, დროა განსხვავებული მოგზაურობის დასაგეგმად მოვემზადოთ.
ქალაქი პრევეზა, საბერძნეთი
საბერძნეთის ეს პატარა ქალაქი წლევანდელ სეზონზე დამსვენებლებს დიდი სიამოვნებით მიიღებს. ქალაქის სანაპიროები ცარიელია და მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი უსაფრთხო ადგილია, სადაც სოციალური დისტანციით დასვენებას ყველა ადამიანი შეძლებს. პრევეზას ერთ-ერთი უდიდესი სანაპირო ,,მონოლისი“, 22 კილომეტრზეა გადაჭიმული და ევროპაში უგრძეს სანაპიროდაც კი ითვლება. პრევეზა ტურისტულ სეზონს 1 ივლისიდან ხსნის.
კომპორტა, პორტუგალია
პორტუგალია, ის ადგილია, სადაც სანაპიროზე საათობით გაჩერება და ულამაზესი ხედით ტკბობა შეგიძლიათ. 20 კილომეტრზე გადაჭიმულ კომპორტას სანაპორო ზოლი წელს ტურისტებს სოციალური დისტსანიციით დასვენებას სთავაზობს და ჩვენთვისაც აუცილებლად გამონახავენ ადგილს. 15 ივნისიდან სასტუმროების უმეტესობა იხსნება და დანარჩენ ლოკაციებს 1 ივლისს ოფიციალურად გახსნიან, ჩანთის ჩალაგების დროა.
ჰალიკოუნას და ქორფუს სანაპიროები, საბერძნეთი
კვლავ საბერძნეთს დავუბრუნდით, როგორც ჩანს, ბერძნული კუნძულები დასასვენებლად ერთ-ერთი იდეალური ადგილია, თან ქორფუსა და ჰალიკოუნას ტერიტორიები სულ ქვიშით არის დაფარული. საბერძნეთის მთავრობის თქმით, ისინი წელს განსხვავებულ ზომებს მიმართავენ, რომ საზაფხულო სეზონი მშვიდად გართულების გარეშე დასრულდეს. როგორც ჩანს, დისტანციის დასაცავად კუნძულს გეგმა აქვს შემუშავებული. 1 ივლისამდე ჯერ ყვეალფერი დაკეტილია და არც საერთასორისო ფრენებია დანიშნული.
ნიდას სანაპირო, ლიტუა
ევროპაში დასასვენებლად ლიტუა იდეალური ადგილია, თან ახლა სოციალური დისტანციის დასაცავად ნიდას სანაპირო შესაბამის პირობებს გვთავაზობს. 100 კილომეტრზე გადაჭიმული ქვიშის სანაპიროს გარდა, ნიდაში ტყის დიდი საფარი და რამდენიმე პატარა სასტუმროა. დამსვენებლები დადებითად ახასიათებენ ნიდას და ვირუსისგან დასვენებისთვის ამ ადგილის დამახსოვრება ნამდვილად ღირს.
რივერა ბეის სანაპირო, მალტა
სოციალური დისტანციით დასასვენებლად ბოლო ადგილი რივერა ბეის სანაპიროა მალტაზე, რომელიც ქვიშით დაფარული წყნარი და მშვიდი ადგილია. სანაპირო პატარაა, თუმცა მალტა სპეციალურ ზომებს აუცილებლად მიიღებს და იქ ცასულ სტუმრებს დასვენებისთვის საჭირო პირობებს მოუწყობს. როგორც ჩანს, ეს ადგილიც სურვილების სიაში უნდა შევიყვანოთ, მალტაზე დასვენება ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა.
წყარო: forbes.com