9 რჩევა, რომელიც წონის ჯანმრთელ კლებაში დაგეხმარებათ
გთავაზობთ 9 რჩევას, რომელიც წონის ჯანმრთელ კლებაში დაგეხმარებათ:
1. არ გამოტოვოთ საუზმე
საუზმის გამოტოვება წონის დაკლებაში არ დაგეხმარებათ. უფრო მეტიც, საუზმეზე უარის თქმით, თქვენ არ იღებთ აუცილებელ საკვებს ნივთიერებებს და თანმდევი შიმშილის გამო, მთელი დღის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტს მიირთმევთ.
2. იკვებეთ რეგულარულად
დღის განმავლობაში რეგულარული, სისტემატიური კვება ხელს უწყობს კალორიების უფრო სწრაფ წვას. ეს მეთოდი, ასევე, დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ არასაჭირო ცხიმებისა და შაქრის მიღება.
3. მიირთვით ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული შეიცავს დაბალ კალორიებს, არ შეიცავს ცხიმს და მდიდარია ბოჭკოებით - ეს არის 3 აუცილებელი კომპონენტი წონის დაკლებისთვის. თანაც, ისინი მდიდარია უამრავი ვიტამინითა და მინერალით.
4. დალიეთ ბევრი წყალი
ძალიან ხშირად, ადამიანებს უბრალოდ, ერთმანეთში ეშლებათ შიმშილი და წყურვილი. თუ გამუდმებით შეეცდებით წყურვილის დაკმაყოფილებას, მაშინ დამატებითი კალორიებისგანაც დაიცავთ თავს.
5. წაიკითხეთ საკვების ეტიკეტი
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ჯანმრთელი ვარიანტების არჩევაში. გამოიყენეთ კალორიების შესახებ ინფორმაცია იმის გასარკვევად, თუ როგორ ჯდება კონკრეტული საკვები თქვენს ყოველდღიურ კალორიულ შემცველობაში.
6. გამოიყენეთ უფრო პატარა ჭურჭელი
პატარა თეფშების გამოყენება დაგეხმარებათ მცირე ულუფების ჭამაში. დაახლოებით 20 წუთია საჭირო, რათა კუჭმა ტვინს ინფორმაცია გადასცეს და გააგებინოს, რომ საკვები უკვე მიიღო. ამიტომ, იკვებეთ ნელა, პატარა ულუფებით და დაელოდეთ ჯადოსნური წუთების გასვლას.
7. ნუ იტყვით უარს საყვარელ საჭმელზე
ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს ფავორიტი კერძების მიღებას. ეს მხოლოდ თქვენს სურვილს გააძლიერებს. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ბედნიერება და კმაყოფილება ყველაზე მნიშვნელოვანია.
8. ნუ შეინახავთ უსარგებლო საკვებს
ცდუნების თავიდან ასაცილებლად, ნუ ინახავთ უსარგებლო საკვებს, როგორიცაა: შოკოლადი, ორცხობილა, ფუნთუშები და ტკბილი გაზიანი სასმელები. ამის ნაცვლად, შეარჩიეთ ჯანსაღი საკვები: ხილი, უმარილო ბრინჯის ნამცხვრები, შვრიის ნამცხვრები, უმარილო ან უშაქრო პოპკორნი და ხილის ნატურალური წვენები.
9. შეამცირეთ ალკოჰოლი
სტანდარტული ჭიქა ღვინო შეიცავს იმდენ კალორიას, რამდენსაც შოკოლადის მთელი ფილა. დროთა განმავლობაში, სისტემურად სასმლის მიღება ხელს უწყობს წონის მატებას.