ირაკლი კობახიძე: გერმანიის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
"ჩვენი ვიზიტი გრძელდება გერმანიაში. დღეს გვქონდა ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრა. დეპუტატებს ძირითადად საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრეთ", - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ამ ორივე გაერთიანებაში. ჩვენ აღგვითქვეს კოლეგებმა ძალიან მყარი მხარდაჭერა. გვქონდა საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. გერმანელ მეგობრებსა და კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება საქართველოში პოლიტიკურო პროცესები და არის ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. შეხვედრა გვექნება სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვისაუბრებთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. მივაწვდით ინფორმაციას შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ეს იქნება მიგელ ბერგერთან განსახილველი თემები. ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. ამისთვის ძალიან კარგი პერსპექტივა არის. საქართველოს პარლამენტში არაერთ დეპუტატს აქვს მჭიდრო კავშირები გერმანულ მხარესთან და გვინდა ეს კავშირები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.